Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | დონალდ ტრამპის მრჩეველი რუსეთის სანქციებზე - რუსები მზად იქნებოდნენ თოვლი ეჭამათ, რათა გადარჩენილიყვნენ
ambebi.ge
17 January 2017, 15:22
რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არაეფექტური აღმოჩნდა, - ამის შესახებ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში რუსული სააგენტო "ტასს"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის მრჩეველმა ბიზნესთან ურთიერთობების საკითხებში ენტონი სკარამუჩიმ განაცხადა.

"სანქციებს გარკვეულწილად უკუეფექტი ჰქონდა რუსი ხალხის ხასიათის გამო. ვფიქრობ, რუსები მზად იქნებოდნენ თოვლი ეჭამათ, რათა გადარჩენილიყვნენ. ჩემი გაგებით, სანქციებმა გააერთიანა თქვენი ერი თქვენი პრეზიდენტის ირგვლივ. მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში შეიძლება თუ არა რომ სანქციები უფრო მტკივნეული, ეფექტური იყოს? პასუხია - კი. სხვაგვარად მათ არ გამოიყენებდნენ", - განაცხადა აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის მრჩეველმა.

მისი თქმით, "რუსეთსა და აშშ-ის Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. ბევრი საერთო ამოცანა აქვთ".

"ვფიქრობ, სანქციები არ იყო საუკეთესო რამ, მაგრამ ამავდროულად რუსეთის მთავრობის ქმედებები საერთაშორისო საზოგადოებამ არ მიიღო. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა უკეთესი შეთანხმების მიღწევას", - აღნიშნა ენტონი სკარამუჩიმ.

აშშ-მა შესაძლოა რუსეთს გარკვეული სანქციები მოუხსნას თუ ვაშინგტონი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მიაღწევს შეთანხმებას ბირთვული შეიარაღების მნიშვნელოვან შემცირებაზე. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანულ Bild-თან და ბრიტანულ Times-თან გუშინ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი